ზღვა ძალიან მაგრად მომენატრა.
ყოველწლიურად ქობულეთში ვისვენებ. იქ არაჩვეულებრივი ადგილია.
ჩვენი სასტუმროს ფანჯრიდან რომ გადაიხედო ზღვა ისე ლამაზად
მოსჩანს სულ მთელი ცხოვრება მოგინდებოდა მასზე ყურება. ერთი სული მაქვს
იქ როდის ჩავალ. წესით 15 აგვისტოს ვაპირებთ. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან
კარგი ადამიანები ჩამოდიან, რომლებთანაც ერთად მაგარ დროს
ვატარებთ. მომენატრნენ ყველა. ლევანი, ელენე, ლია დეიდა, ეკა დეიდა,
ცირა და ჯიმი. <3 იმედია მალე ვნახავ ყველას!

ცურვა კარგად ვიცი. 3 წელი ვიარე მოსკოვში ცურვაზე ^ მაგრამ დიდ ტალღებში შეცურვა მაინც მეშინია, ჩემი აზრით აქ უკვე გამოცდილებაა საჭირო. ამიტომ დიდ ტალღებში ცურვას, ნაპირზე გარუჯვას ვამჯობინებ❤

ამ დღეებში კი სანამ აქ ვარ, ჩემს ქალაქში მდინარეზე დავდივარ ხან უბნელებთან, ხან კი მეგობრებთან ერთად.
მდინარეც მიყვარს, მაგრამ ზღვას არაფერი მირჩევნია❤